მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის მთავარი საკითხები იყო რეგიონული უსაფრთხოება და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება. მათ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაციის მძიმე შედეგები განიხილეს და კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და უკრაინის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ ზელენსკი საქართველოში გუშინ, 19 ივლისს ჩამოვიდა. მან მონაწილეობა მიიღო ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button