რეგიონი

დღეს ზუგდიდის სკეიტ პარკში აქცია სახელწოდებით “არა რუსულ კანონს!” გაიმართება

დღეს ზუგდიდის სკეიტ პარკში აქცია, სახელწოდებით “არა რუსულ კანონს!” 19:00 საათზე გაიმართება.

ამით მოქალაქეები ე.წ უცხოელი აგენტების კანონპროექტის საკანონმდებლო ორგანოში ხელმეორედ დარეგისტრირებას გააპროტესტებს.

“ხელისუფლება ცდილობს შარშან უკომპრომისო ბრძოლით მოპოვებული გამარჯვების წართმევას. ის თავიდან ცდილობს გაიტანოს რუსული კანონი და საფრთხის ქვეშ დააყენოს საქართველოს ევროპული მომავალი. ერთად ვაჩვენოთ “ქართულ ოცნებას”, რომ არ მივცემთ ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლის უფლებას!”, – წერს აქციის ორგანიზატორი, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი.

მსგავსი პოსტები

Back to top button