კახეთში სტიქიით მიყენებულ ზიანს ითვლიან

ზარალის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიები ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლებს აღწერენ.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განმარტებით, ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ, გადახდილი სახურავების აღდგენა დაიწყება.
” სტიქიის შედეგად დაზიანდა თელავის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები. მიმდინარეობს მიყენებული ზიანის შესწავლის პროცესი, პარალელურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო საუშაობები. მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, ვისაც სტიქიამ პრობლემა შეუქმნა და სახურავის გარეშე დატოვა. ჩვენი ამოცანაა, რომ ახალ წელს ღია ცის ქვეშ არავინ დარჩეს”- განაცხადა ალადაშვილმა.
ძლიერმა ქარმა კახეთის რეგიონში დაახლოებით 150 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, დააზიანა, სკოლები, უნივერსიტეტი, მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები.
7 ათასამდე აბონენტს, ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება.