მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტის წინადადებას უარყოფენ

"ბრძოლას ჰამასზე სრულ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ" -ისრაელის პრემიერმინისტრი

“ჰამასმა” და მისმა მოკავშირე “ისლამურმა ჯიჰადმა” უარყვეს ეგვიპტის წინადადება, რომლის მიხედვითაც ღაზის სექტორში მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ძალაუფლება უნდა დაეთმოთ. ამის შესახებ Reuters-ს ეგვიპტის უსაფრთხოების ორმა წყარომ განუცხადა. წყაროს ცნობით, ისლამისტურმა

დაჯგუფებამ უარყო ნებისმიერი დათმობა, გარდა მძევლების გათავისუფლებისა.
„ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ დათმობებზე წასვლას არ აპირებს.

“ჰამასი” ცდილობს დაასრულოს ისრაელის აგრესია ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ხოცვა-ჟლეტა და გენოციდი და ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ეგვიპტელ ძმებთან ამის გაკეთების გზები. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ დახმარება ჩვენი ხალხისთვის უნდა გაგრძელდეს და უნდა გაიზარდოს და უნდა მიაღწიოს მთელ მოსახლეობას ჩრდილოეთით და სამხრეთით. მას შემდეგ, რაც აგრესია შეჩერდება და დახმარება გაიზრდება, მზად ვართ ვისაუბროთ პატიმრების გაცვლაზე”, – თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

გარდა ამისა “ბრძოლას ჰამასზე სრულ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ” – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი თქმით, ისრაელი საკუთარი მეომრების სიცოცხლის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

“ბრძოლას ჰამასზე სრულ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ. მძევლების დასაბრუნებლად ერთადერთი გზა ჰამასის განადგურება და იმაში დარწმუნებაა, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხის შემცველი აღარ იქნება. ამას დრო დასჭირდება, თუმცა ჩვენ ერთად ვართ. ომს თავისი საფასური აქვს, ჩვენი გმირი მებრძოლების სიცოცხლის საფასური. ჩვენი მეომრების სიცოცხლის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ერთ რამეს არ გავაკეთებთ – არ გავჩერდებით, სანამ სრულ გამარჯვებას არ მივაღწევთ”, – თქვა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button