მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“8 პაციენტი რეანიმაციაშია, 7 გაეწერება დღეს”

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში მოთავსებულია კორონავირუსით ინფიცირებული 70 პაციენტი. მისივე თქმით, რეანიმაციაში 8 პირი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, “ჰერმოდინამიკა მკვეთრად არასტაბილურია და ხორციელდება რეანიმაციული ღონისძიებები”.

“დღეს კლინიკიდან ეწერება 7 გამოჯანმრთელებული პაციენტი” – ამბობს რატიანი და აღნიშნავს, რომ 4 პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, დანარჩენი კი, მაღალ ოქსიგენურ თერაპიაზე.

რატიანის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთანავე, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, გადმოყვანილია ახალშობილიც. “გაგზავნილია ლუგარში ტესტი, ველოდებით პასუხებს. გუშინ, 7 ახალშობილს PCR ტესტი ჩაუტარდა. კორონავირუსი არც ერთთან არ დადასტურდა. ”

“გუშინ გადმოიყვანეს 2 ორსული ქალი. საეჭვო შემთხვევაა. ერთთან დადასტურდა და მეორესთან ველოდებით პასუხს. აღებულია ნაცხი…” – აცხადებს ლევან რატიანი.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button