სპორტ-ნიუსისპორტი

ლევან კორღალიძე საბურთალოს 2 წლის მანძილზე გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბმა საბურთალომ ლევან კორღალიძესთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

2021 წელს მისი თავკაცობით კლუბი დავით ყიფიანის სახელობის თასს დაეუფლა.

კორღალიძემ საბურთალო 2020 წლის სექტემბერში ჩაიბარა და გუნდს გასული წლის აპრილამდე წვრთნიდა

შემდეგ კლუბში დამრიგებლად ხვიჩა შუბითიძე მოვიდა,რომელმაც მხოლოდ ნოემბრამდე იმუშავა და ესტაფეტა კვლავ კორღალიძეს გადასცა.

2021 წლის 8 დეკემბერს,ქუთაისში გამართულ ყიფიანის თასის ფინალში თბილისური კლუბი წყალტუბოს სამგურალს დაუპირისპირდა და 1:0 მოიგო.

ჯილდო კლუბმა მეორედ მოიპოვა,ხოლო ლევან კორღალიძისთვის სამწვრთნელო კარიერაში ეს პირველი ტიტული აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების წყალობით თბილისის საბურთალომ ევროპის კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button