რეგიონისაქართველოსიახლეები

“ხვალიდან შეგვეძლება ქობულეთში შეზღუდვები შევამსუბუქოთ”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თმით, ხვალიდან, 8 მაისიდან ქობულეთის 4 მუნიციპალიტეტში შეზღუდვების მოხსნა და შემსუბუქება დაიწყება. ამ თემაზე მან მთავრობის მიერ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ერთი კვირაა აღარ გვიფიქსირდება არც ერთი დაინფიცირების შემთხვევა და ყოველდღიურად, დაახლოებით, 300 ტესტზე მეტი კეთდება. პრაქტიკულად, ხვალიდან უკვე მოგვეცემა შესაძლებლობა, მოვხსნათ და შევამსუბუქოთ შეზღუდვები ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში”. — თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

ამავდროულად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზღვის წყლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, საიმედო პროგნოზია, რომ ზღვის წყალი ვირუსის გადამტანი არაა. რიჟვაძის განცხადებით, სანაპიროებზე სოციალური დისტანციის დაცვას “რბილ ზედამხედველობას” გაუწევენ.

“ინფექციონისტების პროფესიული მოსაზრების მიხედვით, ზღვის წყალი არ არის გადამტანი და ეს არის საკმაოდ საიმედო პროგნოზი. რაც შეეხება ზოგადად დისტანცირებას, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, ასევე, ტურისტები, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად შეეცდებიან ამის დაცვას. რბილი ზედამხედველობის ნაწილში, ამას დავაკვირდებით”. — თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

დღეს, 7 მაისს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის კიდევ ერთი ეტაპი წარადგინა, რომლის მიხედვითაც შეზღუდვების ნაწილი უფრო ადრე მოიხსნება. მაგალითად, 11 მაისიდან მოძრაობა აღდგება თბილისში, 14 მაისიდან რუსთავსა და გარდაბანში, ხოლო 18 მაისიდან სრულად გაიხსნება მარნეული.

გახარიას თქმით, 15 ივნისიდან ამოქმედდება შიდა ტურიზმი, 1 ივლისიდან კი, საქართველო უცხოელი ტურისტების მისაღებად მზად იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button