მნიშვნელოვანისაქართველო

ცოლობის მიზნით გოგოს მოტაცებისთვის 3 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დააკავეს სამი პირი, რომლებმაც არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2000 წელს დაბადებულმა სამმა პირმა ხულოში გაიტაცა 2003 წელს დაბადებული გოგო და მანქანით წალკისაკენ წაიყვანა.

გატაცების მიზანი ცოლად მოყვანა იყო. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button