მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 7000 ადამიანს გადააჭარბა მსხვერპლმა სამოქალაქო მოსახლეობას შორის

გენშტაბი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 7000 ადამიანს გადააჭარბა მსხვერპლმა სამოქალაქო მოსახლეობას შორის, დაიჭრა 11 000-ზე მეტი ადამიანი – თუმცა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისიამ 16 იანვარს გამოთქვა ვარაუდი, რომ რეალური მონაცემი გაცილებით მაღალია, რადგან ადგილებში, სადაც ბრძოლები ინტენსიურია, ინფორმაციის დაზუსტება რთულია.

“სამოქალაქო პირთა შორის აღრიცხული მსხვერპლი ძირითადად გამოწვეული იყო ფართო რადიუსის ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით, მათ შორის მძიმე საარტილერიო ცეცხლით, ზალპური სარაკეტო სისტემებით, რაკეტებით, და საჰაერო დარტყმებით” – აცხადებს გაერო თავის ანგარიშში.

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 16 იანვრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

📍ჯარისკაცი – დაახლოებით 116 080
📍​ტანკი – 3 118
📍ჯავშანტექნიკა – 6 204
📍საარტილერიო სისტემა – 2 099
📍სარაკეტო სისტემა – 438
📍საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220
📍თვითმფრინავები – 286
📍ვერტმფრენი – 276
📍ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 872
📍საკრუიზო რაკეტები – 749
📍საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 870
📍გემი/ნავი/კატარღა – 17
​📍სპეციალური აღჭურვილობა – 190.

მსგავსი პოსტები

Back to top button