მნიშვნელოვანირეგიონი

“ლეოგრანდი” ”ველმონდის” სახელით განაახლებს მუშაობას

სასტუმრო “ლეოგრანდი” ზაფხულიდან “ველმონდის” სახელით განაახლებს მუშაობას. სახელის ცვლილების შესახებ ინფორმაცია, სასტუმროს იურისტმა დაადასტურა.

ამ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უკვე სამ თვეზე მეტია საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ექსპერტიზის პასუხები საზოგადოებისთვის ამ დრომდე ცნობილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ექსპერტიზა სხვადასხვა მიმართულებით ტარდება, ამიტომ პროცესი დროში გაჭიანურდა.

ექსპერტიზის პასუხს ელოდება “ლეოგრანდის” მფლობელი ეროლ ავგორენიც. როგორც სასტუმროს იურისტი განმარტავს, სწორედ ამის შემდეგ დაიწყება მუშაობა უსაფრთხოების ზომების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button