მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინამ ომის ყველაზე ცუდი სცენარი უკვე უკან ჩამოიტოვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ ომის ყველაზე ცუდი სცენარი უკვე უკან ჩამოიტოვა:

“უკრაინამ უკვე გადალახა ის ზღვარი, როცა ომის ყველაზე ცუდი სცენარი იყო მოსალოდნელი. უკრაინამ ყველაზე ცუდი სცენარი უკვე უკან ჩამოიტოვა და ქვეყანა ახლა ომის ახალ ეტაპთან დგას, რადგანაც სხვა მიმართულებით იწყებს კონტრშეტევებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ბრძოლის ველზე სტაბილიზაციის ეტაპზე ვართ, ქვედანაყოფების მცირე გადაადგილებით შევქმენით კარგი შემაკავებელი გარემოებები.

ჩემთვის ომში ყველაზე საფრთხის შემცველი ე. წ. ”დაღლის სინდრომია” და ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საფრთხეა. ჩვენ გვჭირდება, რომ ვიმუშაოთ ამ საფრთხის წინააღმდეგ. უნდა ვისაუბროთ, როგორც ახლა მე თქვენ გესაუბრებით, ვთხოვოთ ადამიანებს, არ დაიღალონ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან სახიფათოა,”- განაცხადა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ამაასთან უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოსვლაში თქვა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის ჯართან ბოლომდე იბრძოლებს.

“ამ ექვსი თვის განმავლობაში, ჩვენ შევცვალეთ ისტორია, შევცვალეთ მსოფლიო და შევცვალეთ ჩვენი თავი… ჩვენი თავის პატივისცემა დავიწყეთ. გავიაზრეთ, რომ ნებისმიერი დახმარების და მხარდაჭერის მიუხედავად, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ჩვენ გარდა, არავინ იბრძოლებს. და გავერთიანდით”, – თქვა ზელენსკიმ 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც წელს დაემთხვა ექვსი თვის გასვლას უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან.

“ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორი არმია გყავთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჩვენი მიწაა. და მისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ”, – დასძინა მან.

უკრაინა და მსოფლიოს დიდი ნაწილი ემზადებიან გახანგრძლივებული ომისთვის მას მერე, რაც რუსეთის ძალებს უკან დაახევინეს და კიევის დაცემა თავიდან იქნა არიდებული. დასავლეთის სამხედრო წყაროები აცხადებენ, რომ რუსეთს მცირე წინსვლა აქვს შეტევით ოპერაციაში უკრაინის აღმოსავლეთის და სამხრეთის ტერიტორიებზე, და მიმდინარე შეტაკებებს ადარებენ ნელ, სისხლიან და კლებადი ინტენსივობის ბრძოლებს პირველი მსოფლიო ომის პერიოდში.

მსგავსი პოსტები

Back to top button