მნიშვნელოვანისაქართველო

გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დაასახელა

ოპოზიციურმა გაერთიანებამ ძალა ერთობაშია საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დაასახელა.

პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციურმა გაერთიანებამ ქუთაისში ბაგრატის ტაძართან წარადგინა.

ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე 10 პოლიტიკური პარტიის სახელით გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს.

პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებამდე აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის დასავლური კურსი მნიშვნელოვანია და ამ კურსს დაიცავს გრიგოლ ვაშაძე.
მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე გაწონასწორებული პიროვნებაა.

“ძალა ერთობაშია!” – ამ ლოზუნგის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ბრძოლა ქართული ოცნების წინააღმდეგ და ხელისუფლების შესაცვლელად მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი.

მოძრაობა “ძალა ერთობაშია”, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატიც ვაშაძეა, სულ 10 პარტიასა და საზოგადოებრივ ჯგუფს აერთიანებს.

მათ შორის:

“ახალი საქართველოსთვის”,
“ემსახურე საქართველოს”,
“ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”,
“სახელმწიფო ხალხისთვის”,
“ქრისტიან-დემოკრატიული პარტია”,
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”,
“სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”,
“ახალი საქართველო”,
“საქართველო ლიდერთა შორის”
და “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”.

მსგავსი პოსტები

Back to top button