მნიშვნელოვანირეგიონი

“ვერავითარ აზრს აქ ყოფნაში ვეღარ ვხედავ”_თელავის საკრებულოს წევრმა ენმ დატოვა

თელავის საკრებულოს წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა იმედა კევლიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა.

პარტიის დატოვების მიზეზად საკრებულოს წევრი, იმ პრობლემებს ასახელებს, რაც ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერებს ნაციონალურ მოძრაობაში ექმნებათ.

“ვერავითარ აზრს აქ ყოფნაში ვეღარ ვხედავ. ამიტომ მივიღე ჩემთვის რთული გადაწყვეტილება, დავტოვო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. შიდა არჩევნების შემდეგ, აღარაფერზე გვეძახიან, თავმჯდომარეც კი ისე აირჩიეს, არც გაგვაგებინეს. ვრჩები საკრებულოში, დამოუკიდებელ დეპუტატად”- აცხადებს კევლიშვილი.

რამდენიმე თვის წინ, იმედა კევლიშვილმა საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა და მიზეზად, პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები დაასახელა. ის ამბობდა, რომ ვანო მერაბიშვილის თანამოაზრე ვერასოდეს იქნება.

იმედა კევლიშვილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში 2003 წელს გაწევრიანდა და ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button