Apple ახალ სოციალურ ქსელს დააფუძნებს

კორპორაცია Apple ახალ სოციალურ ქსელს დაარსებს, რომელიც ხალხს გეოლოკაციის და მომხმარებლის აქტიურობის პრინციპით გააერთიანებს.

კორპორაცია, ადამიანის გადაადგილების და მისი სხვადასხვა შენაძენის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში განათავსებს, შემდეგ კი, მომხმარებელს იმ ხალხთან შესთავაზებს ურთიერთობას, რომელიც მსგავსი საქმითაა  დაკავებული.

„ადამიანები, სოციალურ ქსელებში, თამამად არ აქვეყნებენ ინფორმაციას საკუთარი ინტერესების, სამსახურის, ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ახალი სოციალური ქსელის პრინციპი, ხალხის გაერთიანებაზე იქნება გათვლილი, და ამავე დროს, ანონიმურობა დაცული იქნება“ – აცხადებს კორპორაციის წარმომადგენელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button