სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის გააქტიურება – შეხვედრა თელავში [Photo/audio]

სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის გააქტიურება – შეხვედრა ამ თემაზე თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. როგორც რადიო „თბილისს“ ექსპერტმა ლალი მახარობლიშვილმა განუცხადა, ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება 65 სემინარი და გადამზადებული იქნება 1200 ადამიანი.

მახარობლიშვილის თქმით, ტრენინგ-სემინარების მიზანია მოსახლეობამ გაიგოს თუ რა უფლებები აქვს, ასევე როგორ ჩაერთონ თვითმმართველობის საქმიანობაში.
„ჩვენ ამჟამად ვაპირებთ ყველა რეგიონში ჩავატაროთ რეგიონალური შეხვედრა. ეს არის მეორე შეხვედრა. ერთი ჩატარდა ქვემო ქართლის რეგიონში და ყველა რეგიონს მოვიცავთ აპრილის შუა რიცხვებამდე „
პროექტს ახორციელებს საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია და LDI-ი. მისი მხარდამჭერია ევროკავშირი.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28592″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button