მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 20 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

რუსეთმა უკრაინაში 139 770 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 საავიაციო დარტყმა და 2 სარაკეტო დონეცკის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ასევე, 68 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ხერსონის და ნიკოლაევის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე. ამ და უკრაინის სხვა რეგიონებში რუსი სამხედროები იყენებენ არტილერიასაც, ტანკებს და ნაღმმტყორცნებს.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთი ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე და ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით.
უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის, ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენნაიასთან და დონეცკის ოლქის ქალაქებთან, უგლედარსა და ბახმუტთან.

გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 8 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 2 რაიონი, მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების 6 საწყობი.

უწყების ცნობით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რუსეთის შემდგომი საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ მაღალია. პარალელურად ოკუპანტები არ წყვეტენ ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო დაბომბვას უკრაინელი ჯარების პოზიციების მიმართულებით, აგრეთვე ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის რაიონებში საკონტაქტო ხაზთან ახლოს მდებარე დასახლებებზე.

გენერალური შტაბი იტყობინება, რომ მტერმა დაბომბა 20-ზე მეტი დასახლება ტანკებით, ნაღმტყორცნებითა და არტილერიით კუპიანსკის და ლიმანსკის მიმართულებით.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 139 770 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3290
ჯავშანტექნიკა – 6507
საარტილერიო სისტემა – 2303
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 466
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 236
თვითმფრინავი – 298
ვერტმფრენი – 286
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2011
ფრთოსანი რაკეტა – 857
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5161
სპეცტექნიკა – 219
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button