მთავრობის ახალი შემადგენლობა ხვალ გახდება ცნობილი

მთავრობის ახალი შემადგენლობა ხვალ, 22 ნოემბერს გახდება ცნობილი.

მინისტრობის კანდიდატებს გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში დაასახელებს, რის შემდეგადაც დეპუტატები კანდიდატებს ჯერ კომიტეტების ფორმატში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.

საკითხზე გადაწყვეტილება პარლამენტმა, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სესიაზე მიიღოს.

სამთავრობო გუნდს ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ცნობილია, რომ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილები იქნება, რაც გიორგი კვირიკაშვილმა უკვე დაადასტურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button