მსოფლიოსპორტი

ერიკ კანტონა პრემიერლიგის დიდების დარბაზშია

პრემიერლიგის დიდების დარბაზში უკვე მესამე ფიგურაა. ტიერი ანრის და ალან შირერის შემდეგ იქ ერიკ კანტონაც შეიყვანეს. კანტონა ინგლისის ჩემპიონი 5_ ჯერ გახდა, მათ შორის 4_ ჯერ_ “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით.

ფრანგმა, ინგლისურ პირველობაზე 150 მატჩში 70 გოლი გაიტანა. დიდების დარბაზი ლონდონში სულ ახლახან, აპრილში შეიქმნა.თავად პრემიერლიგა კი 1992 წელს დაფუძნდა და დარბაზში მხოლოდ ამ პერიოდის შემდეგ მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელები შეყავთ.

“მე ის გამიკვირდებოდა, დარბაზში რომ არ ვყოფილიყავი.ამ მოვლენით რა თქმა უნდა ძალიან ვამაყობ”_ ჩვეული თავდაჯერებულობით განაცხადა 54 წლის ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, ფრანგმა ერიკ კანტონამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button