გარდაიცვალა ფრანგი კომპოზიტორი, რომელმაც ცნობილი ჰიტი Mamy Blue შექმნა [Photo/video]

ფრანგი კომპოზიტორი, უბერ ჟირო, რომელმაც საყოველთაოდ ცნობილი კომპოზიცია “Mamy Blue” დაწერა, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა, – იუწყება AFP.

ჟირო ქალაქ მონტრეში გარდაიცვალა, სადაც ბოლო 30 წლის მანძილზე ცხოვრობდა.

კომპოზიტორს წარმატება სიმღერა “Mamy Blue” მოუტანა, რომელიც მან 1971 წელს დაწერა. ამ კომპოზიციას ისეთი ცნობილი მომღერლები ასრულებდნენ, როგორებიც იყვნენ: დალიდა, სელინ დიონი, ხულიო იგლესიასი, დემის რუსო და სხვა.

ჟირო ფართო პუბლიკას კიდევ ერთი კომპოზიციით – “პარიზის ცის ქვეშ” დაამახსოვრდა, რომელიც ავტორმა ამავე სახელწოდების ფილმისთვის 1951 წელს შექმნა.

“რასაც უბერი წერდა, ძალიან ელეგანტური იყო. იგი სისტემის ჩარჩოებში არ მუშაობდა”, – ციტირებს სააგენტო “Mamy Blue”-ს პირველი შემსრულებლის – ნიკოლეტას სიტყვებს.

ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ჟირომ კომპოზიციები ისეთი მომღერლებისთვის შექმნა, როგორებიც იყვნენ: ედიტ პიაფი, ივ მონტანი, დალიდა, მირეი მატიე, სელინ დიონი და სხვა. 1958 წელს ანდრე კლავომ “ევროვიზიის” კონკურსზე, უბერ ჟიროს მიერ დაწერილი სიმღერით “Dors Mon Amour”, საფრანგეთს გამარჯვება მოუტანა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”27475″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button