სპორტი

ბარსელონამ ჩემპიონობის შანსი დაკარგა. ლევანტემ სასურველი ქულა მოიპოვა

კატალონიურმა ბარსელონამ „ლევანტესთან“ სტუმრობისას ფრე ითამაშა და ქვეყნის ჩემპიონობის შანსი თითქმის დაკარგა.

ბარსამ ტურნირის ბოლო 4 მატჩში მოგება ვერ შეძლო და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

შეხვედრის პირველი ნახევარი რონალდ კუმანის გუნდმა 2:0 მოგებით დაასრულა.

მეორე ტაიმის დებიუტშივე მასპინძლებმა 2 ბურთის გატანა და ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.

დემბილემ 64-ე წუთზე ბარსელონა წინ გაიყვანა, თუმცა 83-ე წუთხე სერხიო ლეონმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

36-ე ტურის შემდეგ ჩემპიონატის ლიდერი „ატლეტიკო“ გახდა.

ბარსელონა კი მომდევნო ტურის შეხვედრას შინ, „სოსიედადთან“ ჩაატარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button