მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა. – შესაბამის მონაცემებს “ვორლდომეტერსი” აქვეყნებს. ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში COVID-19-ისგან დაღუპულთა რაოდენობა უკვე ნახევარ მილიონზე მეტია.

ვირუსისგან დღემდე 5,4 მილიონი ადამიანი განიკურნა. ამჟამად, მსოფლიოში დაინფიცირებულია 4,1 მილიონი ადამიანი, მათგან 59 000 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

კოვიდინფიცირებულების რაოდენობით, აშშ, ბრაზილია და რუსეთი ლიდერობენ.

აშშ-ში კორონავირუსის 2,5 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, ბრაზილიაში, – 1,3 მილიონი, ხოლო რუსეთში, – 600 000-ზე მეტი. ვორლდომეტერსის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე, კორონავირუსით დაინფიცირების 1 300-მდე, ხოლო გარდაცვალების 64-ზე მეტი შემთხვევა მოდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button