იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ აშშ-ის გემს ცეცხლი გაუხსნეს

იემენში მოქმედი ჰუთების დაჯგუფებამ, რომელიც აშშ-ს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული, წითელ ზღვაში მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა სატვირთო გემზე. იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო დარტყმების ახალი რაუნდიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, თავდასხმა 18 იანვარს, იემენის დროით საღამოს 9 საათისთვის მოხდა. სარდლობის განცხადებით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ტერორისტებმა ორი გემსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს ტანკერ Chem Ranger-ის მიმართულებით. მარშალის კუნძულების დროშით მცურავი ტანკერი აშშ-ს ეკუთვნის, თუმცა მას საბერძნეთის კომპანია მართავს.
იემენელი სამხედროების განცხადებით, ადენის ყურეში მცურავი კომერციული ტანკერის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს, რომელიც ხომალდს მოხვდა.
აშშ-ს სამხედროებმა განაცხადეს, რომ “ჰუსიტებმა” ორი ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს Chem Ranger-ის წინააღმდეგ, რაც ამ კვირაში მესამე ასეთი თავდასხმა იყო აშშ-ს კუთვნილ გემზე.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა.
ამ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ჰუთებს გაუნადგურეს თავდასხმისთვის გამზადებული 2 რაკეტა, რომლებიც წითელ ზღვაში საფრთხეს უქმნიდნენ სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებს და ამერიკულ სამხედრო გემებს. ამერიკული სარდლობა კიდევ 14 ასეთი რაკეტის განადგურების შესახებ იუწყებოდა 17 იანვარსაც.
ამერიკულმა და ბრიტანულმა სამხედრო გემებმა და ავიაციამ ჰუთების ობიექტებზე პირველი იერიში 12 იანვარს მიიტანეს და ოფიციალური მონაცემებით, 60-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადეს, რომ დარტყმები იყო პასუხი წითელ ზღვაში გემებზე უპრეცედენტო თავდასხმებზე. ბოლო დღეებში ჰუთების პოზიციებზე კიდევ რამდენიმე დარტყმა განხორციელდა.
ხუთშაბათს პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების თავდასხმები “ჰუსიტების” წინააღმდეგ არ აფერხებს ჯგუფის თავდასხმებს წითელ ზღვაში, რომელიც, მისი თქმით, შეჩერდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისრაელი დაასრულებს ომს ღაზაში.
თუმცა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, იემენიდან ნასროლი ბალისტიკური რაკეტები ტანკერის ახლოს წყალში აფეთქდა. დაშავებულების ან გემის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ინციდენტის შემდეგ გემმა მოძრაობა განაგრძო.
ერთი კვირის განმავლობაში აშშ-ის მხეუთე თავდასხმა “ჰუსიტების” აქტივებზე მიზნად ისახავდა მცირე რაოდენობის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს, რომლებიც აშშ-ის ცნობით საერთაშორისო გემების წინააღმდეგ გასაშვებად მზადდებოდა.
ამასთან იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ აშშ-ისა და ბრიტანეთის თავდასხმებზე შურისძიება გარდაუვალია და ნებისმიერი ახალი აგრესია დაუსჯელი არ დარჩება.
ცნობისთვის ჰუთების შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებს, წითელ ზღვაში გემებს თავს ესხმის 2023 წლის შემოდგომიდან, ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.
წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 12% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია.
თავდასხმების გახშირების გამო, მსოფლიოს მსხვილი კომპანიები სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს წითელი ზღვით ტვირთების გადატანას. ალტერნატიული მარშრუტი აფრიკის სამხრეთის გავლით, ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ზრდის.