წაქცეული სირიელი „ალ-ქაიდას“ მებრძოლი აღმოჩნდა

სირიელი ლტოლვილი – ოსამა აბდელ მოსჰენი, რომელსაც უნგრელმა ჟურნალისტმა ფეხი დაუდო, „ალ-ქაიდას“ სირიული ფილიალის მებრძოლი აღმოჩნდა, – ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა International Business Times ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ქურთული პარტია „დემოკრატიული კავშირის“ წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსჰენი, დაჯგუფება „ჯებჰატ-ან-ნუსრას“ – „ალ-ქაიდას“ ტერორისტული ქსელის სირიული ფრთის მებრძოლია.

ფაქტის დამადასტურებლად, ქურთებმა მოსჰენის, აწ უკვე გაუქმებული, სოციალური გვერდის სქრინშოტები მოიტანეს, სადაც იგი თვითონ წერდა, რომ აღნიშნული დაჯგუფების მეომარი იყო.

შეგახსენებთ, უნგრული ტელეარხის – N1TV ოპერატორი პეტრალასლო სამსახურიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც ქსელებში ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც ჟურნალისტი სირიელ ლტოლვილებს სასტიკად მოექცა.ვიდეო ჩანაწერი ასახავს კადრს, სადაც ცისფერ პერანგიანმა ოპერატორმა ქალმა ბავშვიან ლტოლვილ მამაკაცს (ოსამა აბდელ მოსჰენი) ფეხი დაუდო და წააქცია.

ამ ინციდენტის შემდეგ, მოსჰენი ესპანეთმა შეიფარა და საფეხბურთო კლუბში მწვრთნელად დანიშნა.

ესპანური გაზეთის – La Gaceta-ს ინფორმაციით, მოსჰენი, შვილებთან ერთად, ესპანეთის ქალაქ გეტაფეში ცხოვრობს. მისი ბინის ქირას, რომელიც თვეში 1200 ევროს შეადგენს, ადგილობრივი საწვრთნელი სკოლა იხდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button