საზღვრისპირა თანამშრომლობა [Photo]

ევროკავშირმა “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამის ფარგლებში თითქმის მილიონ 400 ათასი ევრო გამოყო, რომელიც საქართველო-სომხეთს შორის საზღვრისპირა თანამშრომლობის გაღრმავებას მოხმარდება.

ევროკავშირის დაფინანსება სომხეთის ქალაქ დილიჟანში გამართულ ღონისძიებაზე იმ რვა პროექტმა მიიღო, რომლებიც ორიენტირებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითრებაზე.

როგორც რადიო “ჰერეთს” საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი წაქაძემ განუცხადა, “ეს პრეცედენტული სახის პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმვებას”.

საზღვრისპირა რეგიონალური თანამშრომლობის პროექტს ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა ახორციელებს საქართველოსა და მის კიდევ ერთ მეზობელს, აზერბაიჯანს შორის.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”19074″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button