პარლამენტთან სამართალდამცველებმა კარვები აიღეს

გვიან ღამით, „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, საპროტესტო კარვებისგან გაათავისუფლეს.
სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიის წევრები და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები საპროტესტო კარვების აღებას აპროტესტებდნენ, რა დროსაც პოლიციამ აქტივისტების დაკავება დაიწყეს. ჯამში დაკავებულია 10-მდე სამოქალაქო აქტივისტი. მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილი და ნოდარ რუხაძე.
საბოლოოდ, აქციის მონაწილეების წინააღმდეგობის მიუხედავად, ბატუტი ლურჯი ზვიგენით, მაინც გაშალეს.
მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, რუსთაველზე კარავს გაშლის. მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ ის მერიის თანამშრომლებმა კარვის აღებასთან დაკავშირებით გააფრთხილეს და უთხრეს, რომ საბავშო ატრაქციონი უნდა დაედგათ.
მალხაზ მაჩალიკაშილი ამის წინააღმდეგი არ იყო, თუმცა შვილმოკლული მამა განმარტავს, რომ მან მერიის წარმომადგენელს მისი კარვის აღების უფლება არ მისცა. მაჩალიკაშვილი მომხდარის დროს პანკისის ხეობაში იმყოფებოდა. ის დედაქალაქში დაბრუნებას დღეს გეგმავს და კარვის გაშლას აპირებს.