მნიშვნელოვანიმსოფლიო

ევროკავშირმა მოსკოვიდან ელჩი გაიწვია

ევროკავშირმა რუსეთიდან შემდგომი კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია – გადაწყვეტილება ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებმა ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე მიიღეს.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბრიტანეთში რუსი აგენტის მოწამვლის უკან მაღალი ალბათობით რუსეთი დგას.

ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ ევროპელ კოლეგებს სკრიპალის საქმის მტკიცებულებები და გამოძიების დეტალები გააცნო.

გერმანიის კანცლერი არ გამორიცხავს, რომ ქიმიური თავდასხმის გამო ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სხვა ზომებიც მიიღოს.

რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მარტის დასაწყისში მოწამლეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით.

4 მარტს, სერგეი და იულია სკრიპალები უგონოდ აღმოაჩინეს ქალაქ სოლსბერიში. მათი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

ბრიტანელი ექსპერტების დასკვნით, გამოყენებული იყო რუსული წარმოების ნივთიერება „ნოვიჩოკი.“ სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთი დაადანაშაულა და ლონდონიდან გააძევა 23 რუსი დიპლომატი. ანალოგიურ ზომას მიმართა რუსეთმა, რომელიც უარყოფს სკრიპალის მოწამვლასთან კავშირს.

მსგავსი პოსტები

Back to top button