ვინ მოაწერს ხელს ქვეყნის ახალ კონსტიტუციას

მოაწერს თუ არა გიორგი მარგველაშვილი ხელს კონსტიტუციურ კანონს ამ დრომდე უცნობია. კანონმდებლობით ვეტოს დაძლევის შემდეგ, პარლამენტის მიერ მეორედ მხარდაჭერილი კონსტიტუცია ისევ პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს, თუმცა რას გადაწყვეტს პრეზიდენტი ჯერუცნობია. იმ შემთხვევაში თუ გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი არ მოაწერა, ამის შემდეგ პრეროგარივა პარლამენტის თავმჯოდმარეზე გადადის.
საპარლამენტო ოპოზიცია დოკუმენტს არალეგიტიმურს უწოდებს. “ქართული ოცნება” კი ამბობს, რომ კონსტიტუცია არის თანხმობის დოკუმენტი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ დოკუმენტი ერთპარტიულია.