აზერბაიჯანმა საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა

აზერბაიჯანმა, ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა.

ინფორმაცია ძებნაში გამოცხადებული პირების თაობაზე ინტერპოლის საიტზეა განთავსებული. ოთხი მათგანი ყაჩაღური თავდასხმის საქმეში ფიგურირებს.

აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხაზარის რაიონში მდებარე ბუზოვნას დასახლებულ პუნქტში აღნიშნული ძებნილი პირები ადგილობრივი მცხოვრების ირადა ალიევას სახლში შეიჭრნენ. მათ სახლიდან დაახლოებით 55 ათასი აშშ დოლარი და 117 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ოქროულობა გაიტანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button