კახეთში 5 000-მდე აბონენტს ელ-ენერგია არ მიეწოდება

უამინდობის მიზეზით ელექტროენერგია არ მიეწოდება კახეთის რეგიონის 5 ათასამდე აბონენტს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით დაზიანებულია ლაგოდეხის, ყვარელის, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 10 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზები.

დაზიანება უკვე აღმოფხვრილია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში და იქ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღუდგება.

სხვა დაზიანებულ უბნებზე კი ტექნიკური ჯგუფები ამ წუთებშიც მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button