სპორტი

ნიკა ნინუა სალონიკში ბრუნდება

კვიპროსული ფეხბურთდან ახალი ამბავი ვრცელდება.

თემურ ქეცბაიას ანორთოსისს ნიკა ნინუა დატოვებს.

ცოტა ხნის წინ გუნდი ჩრდილოირლანდიელმა ლაფერტიმ დატოვა და ახლა კლუბს მიღმა ნიკა ნინუა რჩება.

22 წლის ფეხბურთელი ანორთოსისში 2021 წლის 1 სექტემბერს სალონიკის “პაოკიდან” გადავიდა.მას ერთწლიანი იჯარის ვადა უნდა ამოეწურა,მაგრამ იმის გამო,რომ გუნდის ადმინისტრაციის იმედები ვერ გაამართლა,- უკან,სალონიკში ბრუნდება.

ქეცბაია ბოლო თამაშებში სულ უფრო ნაკლებად ენდობოდა ქართველ ნახევარმცველს და განაცხადშიც არ შეყავდა

“პაოკი” კი,სადაც ისევ ითამაშებს ნინუა,- ახლა საბერძნეთის სუპერლიგაში მეოთხე ადგილს იკავებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button