ქარელის მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზრობა გაიხსნება

სოფელ რუისთან მდებარე ტერიტორიაზე აგრარული ბაზრობის კომპლექსი შენდება.

სამუშაოებს ასოციაცია “ატუ“ ახორციელებს. აგრარული ბაზრობის პავილიონები ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალის გასწვრივაა განთავსებული, სადაც ადგილობრივ გლეხებს შეეძლებათ უსაფრთხო, კომფორტულ გარემოში გაყიდონ სოფლის მეურნეობის პროდუქტი.
ახალი აგრარული ბაზრობის კომპლექსი შედგება სამი პავილიონისგან, რომელთაგან ორი განლაგებულია მაგისტრალის ჩრდილოეთით, ხოლო ერთი – სამხრეთით. ჩრდილოეთ მხარეს განლაგებული ორი პავილიონი უკვე დასრულებულია და მზად არის ექსპლუატაციისთვის, ხოლო კომპლექსის სამხრეთი ნაწილი მიმდინარე წლის 17 ნოემბერს გაიხსნება.

საერთო ჯამში, აგრარული ბაზრობის პავილიონების კომპლექსში განლაგდება ასამდე სავაჭრო დახლი, კომლექისის გარშემო მოწყობული ავტოსადგომი კი დაიტევს ერთდროულად 70 ავტომანქანას. პავილიონები უზრუნველყოფილია წყალმომარაგებით, კანალიზაციითა და ელექტროენერგიით, ასევე მოსასვენებელი სკამებით მგზავრებისთვის. კომპლექსი და მასთან მისასვლელი საავტომობილო გზა გამორიცხავს ავარიული საფრთხის შექმნას, როგორც მაგისტრალზე მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის, ასევე პავილიონში მოვაჭრე გლეხებისა და მგზავრებისთვის.
აგრარული ბაზრობის პავილიონების მუშაობას ქარელის მუნიციპალიტეტი დაარეგულირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button