ინჟინრებმა მოსაუბრე სექს-თოჯინა შექმნეს [Video]

ამერიკულმა კომპანია Abyss Creations, LLC-ის თანამშრომლებმა მოსაუბრე სექს-თოჯინა შექმნეს, რომელიც 18 პიროვნების თვისებებს ატარებს. მას შეკითხვებზე პასუხის გაცემა და თქვენი საყვარელი კერძების დამახსოვრებაც შეუძლია.

დიზაინერებმა რეალისტურად შესრულებულ ლატექსის თოჯინას Harmony 2.0 დაარქვეს. იგი მსუბუქი შოტლანდიური აქცენტით საუბრობს და 18 განსხვავებული პიროვნების ერთ-ერთ თვისებაზე პროგრამდება. მაგალითად მფლობელს შეუძლია Harmony-ის დაპროგრამება მორცხვობაზე ან პირიქით – თავისუფალ სექსუალურ ქცევაზე.
„სექსზე რას ფიქრობ?“ – ეკითხება თოჯინას ინჟინერი მეტ მაკალენი.
„სექსი მსოფლიოში ყველაზე საოცარი რამ არის.“ – პასუხობს Harmony.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, სილიკონის თოჯინას დრეკადი ჩონჩხი, კონფიგურირებადი გენიტალიები და ცვლადი სახის გამომეტყველება გააჩნია. თოჯინის სასტარტო ფასი 6500 დოლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე ინტელექტუალური ვერსიები 12000 დოლარად გაიყიდება.
„სექსუალური თოჯინა იმ ანდროიდ-კომპანიონის განსახირებაა, რომელსაც მრავალი ფანტასტი თავის ნაწარმოებებში აღწერდა. მართალია, Harmony-ს სიარული არ შეუძლია, მაგრამ იგი ადამიანს უფრო მეტად ჰგავს, ვიდრე ადრე გამოშვებული ნიმუშები“, – აღნიშნავენ ინჟინრები.

მსგავსი პოსტები

Back to top button