რეგიონისიახლეები

“ენმ”მ ბოიკოტი შეწყვიტა

ჩხოროწყუში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ წუთებში შეცვალა პოზიცია და ისინი საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამოჩნდნენ. მანამდე კი აცხადებდნენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდნენ და მოვლენებს გარედან დააკვირდებოდნენ.

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების პოზიციის შეცვლა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მათი თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს ქვორუმის არსებობის მიზეზად გადადოს სხდომა.

დღეს საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.

მმართველი პარტიის კანდიდატ ჯუმბერ იზორიას 14 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button