გურჯაანში კოვიდით 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

გურჯაანში კოვიდით 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მოზარდს მძიმე ნევროლოგიური დაავადება ჰქონდა, რის გამოც წარსულში ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.
გარდაცვლილი სოფელ ბაკურციხის მკვიდრია, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, ის ქალაქ გურჯაანში, ბებიასთან ცხოვრობდა.
“დედა ემიგრაციაში იყო წასული, ხოლო მამამისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. ბოლო წლები, ამის გამო, ბებიასთან ცხოვრობდა. აცრილიც არ იყო, აბა ვინ გაუკეთებდა ვაქცინას. მისიდგომარეობის გამო, მძიმედ იყო, კოვიდი ადვილად მოერია”_ თქვა რადიო ჰერეთთან, ოჯახის ახლობელმა.
ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, სოფელ ბაკურციხის ოჯახის ექიმებიც, თუმცა ბოლო პერიოდში გარდაცვლილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ისინი ინფორმაციას არ ფლობენ.
მომხდარი ფაქტი, რეგიონში 18 წლამდე ასაკის პირის, კოვიდით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.