თელავის მერია მედეა მეზვრიშვილს სპეციალური ღონისძიებით გაიხსენებს

თელავის მერია 2 ივნისს მედეა მეზვრიშვილის 85 წლის საიუბილეო, ხსოვნის საღამოს მოაწყობს.

მერია ღინისძიებების გრაფიკსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მედეა მეზვრიშვილის სულის მოსახსენიებელი წირვა, თელავის წმ. ნინოს ეკლესიაში ჩატარდება, შემდეგ დაგეგმილია პანაშვიდი, ბოლოს კი საიუბილეო საღამო ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში.

13842308163_6ac9f3edeaმედეა მეზვრიშვილი 2009 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. მეზვრიშვილის თანამდებობრივი კარიერა კომუნისტური პარტიით და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ოჯახთან ახლობლობით დაიწყო.

იგი თავის დროზე საგარეჯოს და თელავის რაიკომის მდივანი, შემდეგ კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მრჩეველი იყო.

ვარდების რევოლუციამდე მეზვრიშვილი თელავის რაიონის გამგებელი იყო. ქართული მედია მის სახელს არაერთ უკანონო ბიზნეს გარიგებას უკავშირდება.

მეზვრიშვილის გარდაცვალების შემდეგ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე ინიციატივით გამოვიდა, ქალაქ საგარეჯოში ერთ-ერთ ქუჩას მედეა მეზვრიშვილის სახელი მიენიჭოს და სკვერში მეზვრიშვილის ბიუსტი დაიდგას, თუმცა ეს “პროექტი” ჯერ არ განხორციელებულა.

2014 წელს საგარეჯოს გამგეობამ სპეციალური გაზეთი “მედეა” გამოსცა, რომელიც უფასოდ გავრცელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button