კრიმინალიკრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გვარების ომი – “ამ დაკავების შემდეგ შერიგება გამორიცხულია”

რამაზ მუთოშვილი

პანკისში დაკავებული შმაგი მუთოშვილის მშობლები მიიჩნევენ, რომ მათ შვილს, დაპირისპირებული გვარის წარმომადგენლის, მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვასთან კავშირი არ აქვს და შმაგის დაკავებით, გვარების შერიგება უკვე გამორიცხულია.

მამა, რამაზ მუთოშვილი ამტკიცებს, რომ ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვის დროს, შმაგი სახლში იმყოფებოდა.

 

“სახლში იყო, ლოცულობდა. ჩვენ არც გაგვიგია, რა მოხდა. უშიშროების ინტერესშია მაგისი დაკავება. ამის შემდეგ, ჩვენი შერიგება გამორიცხულია.” – განაცხადა რამაზ მუთოშვილმა. შმაგი მუთოშვილის დედა ამბობს, რომ მათი სახლიდან ამოღებული იარაღი პოლიციამ დაულუქავი წაიღო და გასროლა თავადვე განახორციელა.

თამარ მუთოშვილი

“მურადმა შემოგვითვალა, მოვალ, ჩაგბარდებით, მე მომკალით და გასწორდებითო. ასე რომ გვდომებოდა, შეხვდებოდა სადმე და მოკლავდა. სახლში რატომ მივიდოდა. იარაღი, რომელიც ჩვენი სახლიდან ამოიღეს, დაულუქავი წაიღეს. დარწმუნებული ვარ, თვითონვე გაისროლეს. ჰესის ინტერესებია აქ. 30 ადამიანი იყო, ჩემი შვილი რომ მოკლეს და მხოლოდ ორი დასაჯეს. ეს არის სამართალი?” – განაცხადა თამარ მუთოშვილმა.

 

ოჯახი დაკავებულის განთავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრება.

პანკისში სამოქალაქო აქტივისტი და გვარის წარმომადგენელი ლუიზა მუთოშვილი ჰერეთთან ამბობს, რომ შმაგის დაკავებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

შმაგი მუთოშვილი დუმილის უფლებას იყენებს – ამის შესახებ, მისმა ადვოკატმა რადიო ჰერეთს განუცხადა.

ბადურ გულიაშვილის განმარტებით, დაკავებული ბრალს არ ღიარებს.

“ის დუმილის უფლებას იყენებს, ჯერჯერობით, საქმის მასალები არ გადმოგვცემია. დღეს შევხვდები და პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით. ოჯახი ბრალდებას არ ეთანხმება”-განაცხადა გულიაშვილმა

გამოძიება საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმა, შმაგი მუთოშვილი, პოლიციამ მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვისა და იარაღის უკანონო ტარებისათვის დააკავა

ამავე თემაზე:

პანკისში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმა დააკავეს
პანკისში დაპირისპირებული გვარების საქმეზე განაჩენი ცნობილია
გვარების ომი პანკისში

 

მსგავსი პოსტები

Back to top button