მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 131 290 რუსი ჯარისკაცი მოკვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 5 თებერვლამდე პერიოდს. 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 131 290 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს, მათ შორის 700 მხოლოდ გასულ დღეს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3220
ჯავშანტექნიკა – 6405
საარტილერიო სისტემა – 2226
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 460
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 227
თვითმფრინავი – 294
ვერტმფრენი – 284
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1958
ფრთოსანი რაკეტა – 796
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5091
სპეცტექნიკა – 203
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button