ობამამ და მისმა მეუღლემ 106 წლის ქალთან იცეკვეს [Video]

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლემ – მიშელმა თეთრ სახლში 106 წლის ვირჯინია მაკლარინს უმასპინძლეს. ამერიკის ლოდერმა ამგვარი ქმედებით ხანდაზმულ ქალბატონს დიდი ხნის ოცნება აუსრულა, – წერს The Telegraph.
2014 წელს ხანდაზმულმა ამერიკელმა ქალმა პრეზიდენტის ოჯახთან შეხვედრა მოისურვა და თხოვნა YouTube-ის ჰოსტინგზე გამოაქვეყნა.
და აი, მოხუცი ქალის ოცნებაც ახდა! შეხვედრა სახელმწიფოს ხელმძღვანელთან ღონისძიების – “შავი ისტორიის თვე”, ფარგლებში მოხდა, როცა აფრიკული დიასპორის წარმომადგენელი ადამიანების ისტორიებს იხსენებენ.
106 წლის ქალბატონმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკის პირველ “შავ” პრეზიდენტთან და მის “შავ” მეუღლესთან შეხვედრამ ძალიან გაახარა. ხანდაზმულმა პენსიონერმა, ასაკის მიუხედავად, მთავრობის მეთაურს აჩვენა, რომ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და რამდენიმე საცეკვაო ილეთიც შეუსრულა.