ლაგოდეხის ნაკრძალში სასტუმრო გაიხსნა

გარემოს დაცვის მინისტრი ფონდი ქართუს ხელმძღვანელთან ერთად ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში განახლებული ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს და სასტუმროს გახსნას დაესწრნენ.

სასტუმროში სულ 7 ტიპის ნომერი განთავსდა, მათ შორის შშმ პირებისთვის ადაპტირებული აპარტამენტიც.

მოეწყო ღია და დახურული კაფეები, ასევე ვიზიტორთა ცენტრთან საპიკნიკე ადგილი გამოიყო. სამშენებლო სამუშაოები ფონდი ქართუს და კავკასიის ბუნების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

სასტუმრო 15 წლიანი იჯარით გაიცა. სამშენებლო სამუშაოებზე 350 000 ლარამდე დაიხარჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button