მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით კახეთში პირველ ეტაპზე19 სოფელი ისარგებლებს

საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის პროექტის ფარგლებში საწყის ეტაპზე ინფრასტრუქტურა მთელი საქართველოს მასშტაბით 473 სოფელში შეიქმნება.

მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით კახეთში პირველ ეტაპზე შემდეგი დასახლებები ისარგებლებენ.

ახმეტა, ზემო ხოდაშენი, გამარჯვება, ჯაფარიძე, წითელ წყარო, ჩალაუბანი, ძირკოკი, მუკუზანი, ენისელი, გრემი, შილდა, დიდი ჩაილური, წყაროსთავი, სვობოდნოე, გურგენიანი, ზემო ბოდბე, ქვემო მაღარო, სიღნაღი, წნორი.

პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონისა და სოფლების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაფარვა.

საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში ინტერნეტი საქართველოს 2000 სოფელში შევა და მთლიანობაში ხელმისაწვდომი მოსახლეობის 91%-სთვის გახდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button