კანადაში დინოზავრების ბილიკი აღმოაჩინეს

კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში პრეისტორიული ბილიკი აღმოაჩინეს, რომლის ასაკი დაახლოებით 115-177 მილიონი წელიწადია.
ბილიკზე მკაფიოდ ჩანს დინოზავრის ნაკვალევი.
პალეონთოლოგები თვლიან, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე 20-ზე მეტი სახეობის გადაშენებული ცხოველი ბინადრობდა.