ბიზნესრევიუეკონომიკამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ექსკლუზივი: საქართველოში 11 მილიარდიანი პროექტის განხორციელება იგეგმება

საქართველოში “მწვანე წყალბადის” წარმოება დაიწყება – ამის შესახებ რადიო ჰერეთს გლობალური საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია H2exagOn-დან აცნობეს.

აღნიშნული კომპანია არის ევროპული სუფთა წყალბადის ალიანსის წევრი და ხელმძღვანელობს ევროპაში მოღვაწე ქართველი ენერგეტიკოსი, ექსპერტი “მწვანე წყალბადის და განახლებადი ენერგიის დარგებში” დავით ოთარიშვილი.

პროექტს HyGeorgia-ს, რომელსაც აღნიშნული კომპანია ახორციელებს ჯამური ინვესტიცია არის უმსხვილესი, რაც კი დღემდე განხორციელებულა საქართველოში და შეადგენს 11 მილიარდ ევროს.

ავტორთა თქმით, პროექტი მოიცავს უალტერნატივო კონკრეტულ გეგმას, რომელმაც უნდა უპასუხოს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს და გამოიყვანოს ქვეყანა ენერგეტიკული კრიზისიდან.

პროექტის მიხედვით, ელექტროლიზის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 3 გეგავატს, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ წლიურად იწარმოოს დაახლოებით 500 მილიონი კილოგრამი სუფთა/მწვანე წყალბადი.

როგორც H2exagOn-ი ამბობს, პროექტი მოიცავს სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ქვეყნის განახლებადი რესურსების ათვისებას და სუფთა/მწვანე წყალბადის წარმოებას წყლის ელექტროლიზის უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით.

პროექტი ითვალისწინებს ასობით ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივი მოსახლეობის პროფესიულ გადამზადებას და ტექნოლოგიების საწარმოებლად უმსხვილესი ქარხნების მშენებლობას ქვეყნის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში.

სუფთა/მწვანე წყალბადის წარმოებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება დასავლეთ საქართველოში, ხოლო მისი ტრანსპორტირება შავი ზღვის გავლით განხორციელდება სპეციალური გემების საშუალებით.

ალტერნატივად განიხილება “მწვანე წყალბადის” შერევა ბუნებრივ აირთან სამხრეთ კავკასიის მილსადენში.

საქართველოში წარმოებული სუფთა/მწვანე წყალბადი განკუთვნილი იქნება საექსპორტოდ და გაიყიდება ევროპის კონტინენტზე.

პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ საქართველო გახდება როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და კონკურენტუნარიანი ექსპორტიორი სუფთა/მწვანე წყალბადისა,ერთიანი,რაც აჩენს საქართველოს ინტეგრაციის უდიდეს პერსპექტივას ევროკავშირსა და ნატოში.

კომპანია H2exagOn -მა ასევე მოამზადა სუფთა/მწვანე წყალბადის ეროვნული სტრატეგია (2021-2030) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გზამკვლევს, სუფთა/მწვანე წყალბადის ეროვნული კომისიის შექმნას, და ენერგეტიკის აკადემიის ჩამოყალიბებას პროფესიული კადრების გადამზადების მიზნით.

პროექტის რეალიზაციისათვის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, როგორც საერთაშორისო პარტინორებთან, ისე საქართველოს მთავრობის და ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button