მსოფლიო

2021 წელი COVID 19-ის გავრცელების კუთხით კვლავ რთული იქნება – WHO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკური ხელმძღვანელის, მარია ვან კერხოვეს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაწყებულია, 2021 წელი ვირუსის გავრცელების კუთხით რთული იქნება.

მისივე თქმით, განსაკუთრებით რთული წლის პირველი ნახევარი იქნება, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში მოქალაქეებმა არ გაითვალისწინეს რჩევა შობა-ახალი წლის პერიოდში შინ დარჩენასთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, ვაქცინაციის დაწყება პრობლემას სწრაფად ვერ გადაჭრის და მომავალი წლის განმავლობაში მოქალაქეებს პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავლობისგან თავიდან აცილება კვლავ მოუწევთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button