მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მოსკოვში ჩავა

ამერიკული გამოცემა The New York Times სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ თვეში შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდეს, სადაც ვლადიმირ პუტინს შეხვდება

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილვის ძირითადი საკითხი მოსკოვის იარაღით მომარაგება იქნება. კერძოდ, საუბარია საარტილერიო ჭურვებსა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებზე, რომელთა საპასუხოდ ფხენიანი პუტინისგან სატელიტებისა და ბირთვული წყალქვეშა ნავების მოწინავე ტექნოლოგიას მიიღებს.

გამოცემა იუწყება, რომ დიდი ალბათობით, კიმ ჩენ ინი რუსეთში ჯავშნოსანი მატარებლით ჩავა, სადაც ჯერ ვლადივოსტოკს ეწვევა, შეხვედრის სავარაუდო თარიღია 10-13 სექტემბერი, როცა ვლადივოსტოკში უნდა ჩატარდეს „აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი”. ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ პუნტინმა კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკება მოსკოვში გამართოს.

ჯერ კიდევ გასულ თვეს რუსეთმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას განიხილავდა.

“რატომაც არა, ისინი ჩვენი მეზობლები არიან. არსებობს ძველი რუსული გამონათქვამი: შენ არ ირჩევ შენს მეზობლებს, ამიტომ ჯობს მეზობლებთან იცხოვრო მშვიდობიანად და ჰარმონიაში”, – ციტირებს საინფორმაციო სააგენტო “Interfax” რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს.

შეხვედრამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის იარაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ოთხშაბათს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი ცოტა ხნის წინ გაემგზავრა ჩრდილოეთ კორეაში, რათა შეეცადოს დაარწმუნოს ფხენიანი საბრძოლო მასალის მიწოდებაში. ვიზიტის შემდეგ პუტინმა და კიმმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც პირობა დაიდო, რომ გაიზრდებოდა ორმხრივი თანამშრომლობა.

კირბიმ თქვა, რომ აშშ-ს მიერ მოპოვებული დაზვერვა მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის შემდეგ, რუსი ოფიციალური პირების კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრა ფხენიანში მოსალაპარაკებლად.

“ჩვენ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, შეწყვიტოს მოლაპარაკებები რუსეთთან შეიარაღების შესახებ და დაიცვას საჯარო ვალდებულებები, რომლებიც ფხენიანმა აიღო, რომ არ მიაწოდოს ან მიყიდოს რუსეთს იარაღი”, – თქვა კირბიმ.

აგვისტოს ბოლოს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებას იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს.

კირბის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელიც ივლისის ბოლოს ფხენიანში იმყოფებოდა, ცდილობდა ჩრდილოეთ კორეა დაერწმუნებინა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიყიდვის აუცილებლობაში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც საუბარია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. ჯონ კირბის ცნობით, ამის შემდეგ ფხენიანში გაემგზავრა რუსი მაღალჩინოსნების კიდევ ერთი ჯგუფი. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ დელეგაციის მიზანი იყო მოსკოვის და ფხენიანის პოტენციური გარიგების განხილვა.

მან განაცხადა, რომ აშშ მიიღებს პირდაპირ ზომებს, მათ შორის სანქციებს დააწესებს ფიზიკური პირებისა და სუბიქეტების წინააღმდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button