აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მიმართავს

აშშ საქართველოს მთავრობას დემოკრატიის და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მოუწოდებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მორგან ორტაგუსის მიერ 23 დეკემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს.
აშშ მიესალმება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს და მხარს უჭერს მმართველი და ოპოზიციური პარტიების დიალოგს საარჩევნო რეფორმის საკითხზე.
“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, პიროვნების თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ და უზრუნველყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან სასამართლოსა და პროკურატურის თავისუფლება. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობას და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილს პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა თბილისში.
ნაციონალური მოძრაობიდან” რომან გოცირიძის, ევროპული საქართველოდან ოთარ კახიძის და ლელოდან ანა ნაცვლიშვილის ხმა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი გნსხვავებლად წაიკითხეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა.
კახა კალაძის და კახა კუჭავას ხმა