მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 31,500-ს აჭარბებს-ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა კვირას განახლდეს

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი 31,500-ს აჭარბებს.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 31,553-ს აღწევს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 73,546-მდე გაიზარდა.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 63 ადამიანი დაიღუპა და 112 დაშავდა.
გარდა ამისა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა კვირას განახლდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ეგვიპტელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Associated Press-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებები კვირას კატარში განახლდება. რამადანის დაწყების შემდეგ ეს მხარეებს შორის გამართული პირველი შეხვედრა იქნება.

მოლაპარაკებების პროცესში მონაწილე საერთაშორისო შუამავლები იმედოვნებდნენ, რომ რამადანის დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტის ექვსკვირიანი შეთანხმების მიღწევა მოხდებოდა, თუმცა მოლაპარაკებები, რომელიც კაიროში მიმდინარეობდა, ჩაიშალა.

გარდა ამისა ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყებიდან ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში საზღვაო გზით პირველად შეიტანეს.
ხომალდი, რომელმაც კვიპროში სამშაბათს 200 ტონა სურსათით დაიტვირთა, ღაზის სანაპიროს გუშინ მიადგა. ბორტიდან ჰუმანიტარული დახმარება უკვე გადატვირთეს.

BBC-ის ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარებისათვის საჭირო ფინანსები ორგანიზაცია World Central Kitchen-მა არაბთა გაერთიანებული საამიროებთან ერთად გამოყო.ღაზას არ აქვს მოქმედი პორტი, ამიტომ „მსოფლიოს ცენტრალურმა სამზარეულომ“ სახელდახელო ნავსადგომი ააგო.

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, კვიპროსიდან წამოსვლამდე ხომალდმა და ტვირთმა შემოწმება გაიარა.
ღაზას სექტორში 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ რეგიონში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნა. ამ დრომდე ღაზაში სახმელეთო გზით ეგვიპტიდან 20 ტონა საკვები, საჰაერო გზით კი 21 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი შეიტანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button