ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები 100 000 დოლარს მიიღებს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და “ფონდი ქართუს” თავმჯდომარემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო “ფონდი ქართუ” ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის რეაბილიტაციისთვის 100 000 აშშ დოლარს გამოყოფს.

როგორც რადიო “ჰერეთს” დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს, “ფონდ ქართუ”-ს ლაგოდეხის ვიზიტორთა ცენტრის რეკონსტრუქციის გეგმასა და დეტალურ ხარჯთაღრიცხვას წარუდგენენ.

სამშენებლო პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button