მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვოლინში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა ვოლინში, რომელიც ბულარუსსა და პოლონეთს ესაზღვრება. მან მესაზღვრეებს სამშობლოს დასაცავად გაწეული შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვოლინი. უკრაინის საზღვარი ბელარუსთან და პოლონეთთან. ჩემთვის პატივია დღეს აქ ყოფნა, ჩვენი მესაზღვრეებისთვის მადლობის გადახდა სახელმწიფო საზღვრების დაცვისთვის, ბახმუტში ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის. ვიცი, რა მტკიცედ ვიდექით იქ, გვეჭირა ბახმუტი. ყველანი ვამაყობთ, რომ ასეთი ძლიერი მესაზღვრეები გვყავს“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე თათბირი გამართა ვოლინის ოლქში. ტელეგრამში პრეზიდენტის არხის თანახმად, განიხილეს სახელმწიფო საზღვრის გაძლიერების ზომები, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და უშიშროების აქტუალური სიტუაცია, საფორტიფიკაციო ნაგებობების მოწყობა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზელენსკიმ მოისმინა მოხსენებები “ვოლინის” ოპერატიული ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში არსებული ვითარებისა და დავალებების შესასრულებლად სამხედრო ნაწილების მზადყოფნის შესახებ. ასევე ვოლინის რეგიონში სახელმწიფო საზღვრის გაძლიერების ღონისძიებებზე. ზელენსკი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია – სახელმწიფო საზღვრის აღჭურვა და დაცვა, რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების არსებული მდგომარეობა, საფორტიფიკაციო და თავდაცვითი საინჟინრო ნაგებობების მოწყობა.
ზელენსკი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინის არაერთ რეგიონს ეწვია. ის სამშაბათს ფრონტის ხაზთან ძალიან ახლოს, ქალაქ ავდიივკაში ჩავიდა, რომელიც ბახმუტთან და მარიინკასთან ერთად ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა რუსეთის ჯარების იერიშებისა, რომლებიც უკრაინის არმიის მტკიცე წინააღმდეგობას წააწყდა, განაცხადა პრეზიდენტის ოფისმა შეგახსენებთ რომ სამხედრო ლიდერები ამბობენ, რომ ის შეიძლება მალე “მეორე ბახმუტი” გახდეს.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ცნობები იმის თაობაზე, რომ უკრაინის კუთვნილ ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

მსგავსი პოსტები

Back to top button