მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სიღნაღის მოხუცთა თავშესაფარს ქართველი მოსწავლეები ჰოლანდიიდან ეხმარებიან

ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი მოსწავლეების ფონდი მოხუცთა სახლების დახმარებას აგრძელებს.
სიღნაღში, მოხუცთა თავშესაფარ „ბეთელს“ ჰოლანდიაში, ქართველი მოსწავლეების მიერ დაარსებულმა ფონდმა „დავეხმაროთ საქართველოს“, მზეზე მომუშავე წყლის გამათბობელი სისტემა დაუმონტაჟა.
სახლის დამფუძნებელი, გია მოსულიშვილი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ ფონდისგან დახმარება სხვა დროსაც მიიღეს.

“ამ დახმარების ავტორი, ქართულ- ჰოლანდიური ოჯახია. ვენკოები განთქმული არიან ასეთი სახლებისათვის გაწეული დახმარებებით. სულ გვკითხულობენ და ჩვენი პრობლემებით ინტერესდებიან. ამასწინათ სარეცხის მანქანაც გვაჩუქეს, ახლა ეს გამათბობელი სისტემა, რომელიც 75 გრადუსზე ცხელდება, ფაქტიურად, 500 ლიტრი წყლისათვის გამოდგება. ეს ჩვენი მოხუცებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია”-ამბობს დამფუძნებელი.

გია მოსულიშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად, მოხუცთა სახლებს, საზოგადოების თანადგომაც სჭირდება.

” სახელმწიფოს დაფინასება დიდი არ არის. ჩვენ არაფერს ვაკლებთ, მოხუცებს, მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერა, ძალიან მნიშვნელოვანია და გვჭირდება. განა რამდენი ასეთი სახლია საქართველოში, რომ მოხუცებს არ მივხედოთ”- ამბობს მოსულიშვილი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოქმედ სათნოების სახლში 20 მოხუცი ცხოვრობს. თავშესაფრის ბინადრებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, სოციალური მომსახურების სააგენტო აგზავნის. სახლი სიღნაღელმა ექიმმა, გია მოსულიშვილმა, ყოფილი სამშობიაროს ბაზაზე დაარსა.

ჰოლანდიაში დაარსებული ფონდი, სკოლის მოსწავლეებს, გიორგი, ლევან და თემუკა სვანიძე-ვენკოებს ეკუთვნის.

მოსწავლეები სიღნაღის მოხუცთა თავშესაფრებს საჭირო ინვენტარითა და აუცილებელი საჭიროების ნივთებით, 2018 წლიდან ეხმარებიან.

ფონდის დამფუძნებელმა გიორგი ვენკომ, 2019 წელს, საკუთარ სკოლაში გამართულ საქველმოქმედო აქციაზე სიღნაღის ” ბროწლიანის” სათნოების სახლისათვის 40 ათასი ევრო შეაგროვა.

ყვავილების საერთაშორისო ინტერნაციონალურ ფესტივალზე 2019 წელს საქართველო , ვენკოების დედამ, თიკა სვანიძემ წარადგინა.

 

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button