რეგიონისაქართველოსიახლეები

სასაფლაოებთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული

ქუთაისში, სასაფლაოებთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ინფორმაციას “ქუთაისიპოსტი” ავრცელებს.

ადგილზე იმყოფებიან სამხედრო პირებიც, რომლებიც მოსახლეობას შესვლის უფლებას არ აძლევენ. ამის მიუხედავად, სასაფლაოზე რამდენიმე ადამიანი მაინც მივიდა, თუმცა, ისინი სამართალდამცავებმა უკან გააბრუნეს.

სამართალდამცავბი არიან მობილიზებული ზუგდიდის და გორის სასაფლაოების შესასვლელებთანაც.

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს აღდგომას აღნიშნავს. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 25 მაისის ჩათვლით, დაკეტილია სასაფლაოებიც. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button